20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
კატალონია ცენტრალური ხელისუფლების მითითებების შესრულებას არ აპირებს

კატალონია ცენტრალური ხელისუფლების მითითებების შესრულებას არ აპირებს. რეგიონის პარლამენტში დღეს მორიგი საგანგებო თათბირი გაიმართა, ხუთშაბათს კი ლიდერები მადრიდს ოფიციალურ პასუხს გაუგზავნიან.

შაბათს ესპანეთის ხელისუფლებამ კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების პროცედურა დაიწყო, რაც საბოლოოდ კატალონიაზე პირდაპირი მმართველობის დაწესებას გულისხმობს.

სამოქმედო გეგმას ესპანეთის პარლამენტის ზედა პალატა კვირის ბოლოს დაამტკიცებს. ამის შემდეგ კატალონიის ლიდერს კარლეს პუჩდემონს უფლებამოსილება ჩამოერთმევა და ხელფასსაც ვეღარ მიიღებს.

დღის ამბები