„ქართული ოცნების“ დამკვირვებლების მიერ, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აღრიცხვის საკითხი კვლავ მსჯელობის საგანია, როგორც უცხოელ დამკვირვებლებს, ასევე ქართველ პოლიტიკოსებს შორის.
ხდებოდა თუ არა მოქალაქეების ნებაზე ზეწოლა? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცდება ადგილობრივი არჩევნების ერთ-ერთი მთავარი შემფასებელიც. "ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების" ოფისის ხელმძღვანელი უკვე ადასტურებს, რომ მის დასკვნაში ეს ფაქტი აუცილებლად იქნება შეფასებული.
შეფასებებს აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსებიც. მმართველი პარტიისთვის ამომრჩევლის აღრიცხვა მხოლოდ მხარდამჭერების მობილიზებას ნიშნავს, ოპოზიციისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორია. პოლიტიკოსები ოპოზიციიდან ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ კანონდარღვევით შეძლო დედაქალაქში კახა კალაძემ 50 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.