20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ქუნცაშვილმა გამიყალბა არჩევნები - თამაზ მეჭიაური სარჩელს ამზადებს

„ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს,“- თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ მის წარმომადგენლებზე თავდასხმა დაშინების მცდელობა ყოფილიყო.

„მირეკავს ძალიან აღელვებული პიროვნება, აღმოჩნდა, რომ ის იყო ღვალაძე, იძახის, რომ თავს დაეხსნენ, მანქანა დაუწვეს. მე პატრულს მაშინვე დავურეკე. სწრაფად მოვიდნენ,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ კი ზაქარია ქუცნაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაუყალბა.

თამაზ მეჭიაური სარჩელს ამზადებს და იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, გაუქმებული ბიულეტენები ხელახლა დაითვალეს. ის "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" შეხვედრებს მართავს. 

„ქართული ოცნების" იმ ნაწილმა გამიყალბა, უფრო ქუნცაშვილთანაა საქმე, შეიძლება აქაც ეხმარებოდა ვინმე, მაგრამ თუ გადავხედავთ იმას, რომ "ქართული ოცნების" ნაწილმა მისგან გამიჯვნა უკვე დაიწყო და პრივატულში კიდევ უფრო ბევრმა, ვიდრე ოფიციალურად, აქ მისი გადარჩენის ინსტინქტი მუშაობს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრ სიბინძურეში არის გასვრილი. თუ არ გაემიჯნებიან ქუცნაშვილს, მაშინ ჩავთვლი სამართლიანად, რომ „ქართული ოცნების“ კრებსითი სახე არის ქუცნაშვილი და ჩემთვის ნებისმიერი არის ქუცნაშვილი. შესაბამისად, ჩემი ურთიერთობა მათთან, როგორც მეგობებთან, შეწყდება,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, მინდია შეთეკაურის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისია ძალადობისა და პოლიციის კორდონის მეშვეობით იძულებული გახდა, არჩევნების შედეგები გაეყალბებინა.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები