20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ნეპოტიზმის და კორუფციის საჯარო აღიარება - ოპოზიცია ქუცნაშვილი-მეჭიაურის დაპირისპირებას ეხმაურება 

თამაზ მეჭიაურის და ზაქარია ქუცნაშვილის დაპირისპირებას და ურთიერთბრალდებებს პოლიტიკოსები აფასებენ.

ოპოზიციის განცხადებით, ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებები „ქართულ ოცნებაში“ არსებული ნეპოტიზმის საჯარო აღიარებაა. ოპოზიციის ლიდერები მმართველი გუნდისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

„ეს ხალხი არის სახე „ქართული ოცნებისა“ მათ ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს, ეს არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის. ორივე მათგანმა მისცა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება გუშინ. კორუფციაც, ნეპოტიზმიც ჩაწყობაც, ეს არის ის სტანდარტი, რაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ.“ საქმე იმაშია, რომ მთელი „ქართული ოცნება“ ასეთია. ეს არის „ქართული ოცნების“ ცხოვრების წესი,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, გუშინდელი ღია დაპირისპირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა იმ კლანური მმართველობის არსებობა, რომელიც „ქართულ ოცნებაშია.

„ქართული ოცნება“ არის კლანური დაჯგუფებების ერთობა, რომელსაც დიდი ხანი არსებობა არ უწერია. ჩვენ რაც ვნახეთ გუშინ ეს არის მაგალითი იმის, რომ ესენი საკუთარ თავებს არ იცავენ და საკუთარ თავებს არ ინდობენ და ერთმანეთს ასე უპირისპირდებიან და ხალხს რას უზამენ,“-აცხადებს „ენმ“-ს წევრი გიორგი ბოტკოველი.

ქუცნაშვილი - მეჭიაურის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით განცხადებები არ კეთდება მმართველ გუნდში.

შეგახსენებთ, რომ თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური, "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს და ყოფილ თანაგუნდელს ზაქარია ქუცნაშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს. 

ურთიერთბრალდებები გუშინ "რუსთავი2"-ის ეთერში გაჟღერდა. თამაზ მეჭიაური  და ზაქარია ქუცნაშვილი ერთმანეთს "არჩევანის" ეთერში დაუპირისპირდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები