20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

ირაკლი კობახიძემ ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკატთან გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ იერუსალიმის მერი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ჰილიკ ბარი ესწრებოდა.

ჰილიკ ბარის თქმით, ქნესეთი ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს, ასევე, თბილისსა და იერუსალიმს შორის ურთიერთობის გასაღრმავებლად.

მისი განცხადებით, მეგობრობის ჯგუფი საქართველოს დეკემბერში ეწვევა.

დღის ამბები