20 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ამერიკელმა სამხედროებმა დაკარგული მოგზაურები გადაარჩინეს, რომლებმაც ღია ოკეანეში 5 თვე გაატარეს

ამერიკელმა სამხედროებმა დაკარგული მოგზაურები გადაარჩინეს, რომლებმაც ღია ოკეანეში 5 თვე გაატარეს. ჯენიფერ აპელი და ტაშა ფუიაბა მაისში გაუჩინარდნენ.

ისინი ძაღლებთან ერთად ჰავაის კუნძულებიდან ტაიტის მიმართულებით საკუთარი იახტით გაემგზავრნენ, რამდენიმე დღეში კი შტორმში მოყვნენ.

სტიქიამ იახტის ძრავი მწყობრიდან გამოიყვანა. მოგზაურები განგაშის სიგნალს 5 თვის განმავლობაში ყოველდღიურად აგზავნიდნენ, თუმცა უშედეგოდ.

შეტყობინება მხოლოდ 24 ოქტომბერს ტაივანის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემის ეკიპაჟმა შენიშნა და ამერიკელ სამხედროებს შეტყობინა. მოგზაურების იახტა იაპონიის სანაპიროდან 1500 კილომეტრში აღმოაჩინეს.

შემთხვევის ადგილზე პენტაგონმა სადესანტო გემი გაგზავნა. ეკიპაჟს მოგზაურები უვნებლები დახვდნენ.

დღის ამბები