ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი, ბაია პატარაია, სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე განსახვავებული აქცენტების ეთერში საუბრობს.
ბაია პატარაიას თქმით, ზოგადად, სექსუალობასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში ტაბუირებულია.
მისი თქმით, "საზოგადოებაში არსებობს ისეთი შეხედულება, რომ, თუ ქალი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა, ეს ისევ ამ ქალის ბრალია".
„თითზე ჩამოსათვლელი ქალები ბედავენ საუბარს და მით უმეტეს, ხელის დადებას კონკრეტული დამნაშავისთვის, ამ შემთხვევაში და მათ ძალიან მძიმე ხვედრი აქვთ საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ქალთა სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ბაია პატარაიამ.
ბაია პატარაია პარლამენტს სექსუალური შევიწროების შესახებ პეტიციით მიმართავს.
"ჩვენი სურვილი არის, რომ უფრო გამოვაცოცხლოთ ჩვენი პარლამენტი და დავაჩქაროთ ამ კანონმდებლობის მიღება იმიტომ, რომ პრობლემა არის ნამდვილი, პრობლემა არის მწვავე," - განაცხადა ბაია პატარაიამ.