ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ბაკიტჟან საგინტაევმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა, აბდულა არიპოვმა ლიანდაგში სიმბოლურად ლურსმნები ჩააჭედეს, ისრები გადაიყვანეს და მემორიალური დაფა გახსნეს.
ხუთი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ასევე, იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლადგახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.