მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა. არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა, ვისთან ჰქონდა შეხვედრა დაგეგმილი. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვალუტის მცურავი კურსი მოქმედებს. მესტვირიშვილის განმარტებით, ჯერჯერობით ინტერვენცია არ იგეგმება, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ლარის კურსის ცვლილება ინფლაციას იწვევს, მაშინ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდება.
„ჩვენ ბევრჯერ აღვნიშნეთ - ფუნდამენტური ფაქტორები არის პოზიტიური. მოლოდინების მხრიდანაა გამოწვეული ეს ქცევა და ჩვენ რასაც ვხედავთ, რომ იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან,“- განაცხადა მესტვირიშვილმა.