20 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
“17-მა მოსამართლემ დაადასტურა, რომ მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი"- თეა წულუკიანი

“17-მა მოსამართლემ ერთხმად დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობის შეფარდება და წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი,“ - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც მერაბიშვილის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დატოვა.

თეა წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო.

„9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს,” - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფომ ვანო მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს 4 ათასი ევრო, თუმცა წულუკიანის განცხადებით, მერაბიშვილი მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, კომპენსაციის სახით 15 ათას ევროს ითხოვდა.  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.

 

დღის ამბები