18 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში მიემზგავრება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია დღეს მოსკოვში მიემზგავრება. სამი მღვდელმთავარი რუსეთის დედაქალაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება. პატრიარქ კირილეს მიპატიჟების მიუხედავად, მოსკოვში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიდის ილია მეორე. ვიზიტში მონაწეილობას არ მიიღებს არც მისი მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი.

დელეგაციას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს.

„ჩვენ ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაზე დავაყენებთ აფხაზეთის და ცხინვალის საკითხებს, ყოველთვის დგება ეს საკითხი. საუბარი აუცილებელია, ნებისმიერ მხარესთან, რომელსაც შეუძლია რაიმე დადებითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ურთიერთობაზე,“ - აცხადებს მეუფე თეოდორე. 

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ასევე საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

კირილეს მიწვევა ილია მეორემ თბილისში მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევისგან ერთი თვის წინ მიიღო. ამავე შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთისა-საქართველოს ეკლესიები ერთობლივად გეგმავენ მუშობას.

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში სავარაუდოდ, ამ კომისიის საკითხსაც განიხილავს. 

„ამაზე ტრაგიკულს ნუ ვხედავთ თუ ვიღაცა ვიღაცასთან დაილაპარაკებს. გაჩნია რა შედეგები მოყვება, რადგან ჩვენც შევხედავთ, ეს ჯგუფი მარტო არ იქნება იმ უფლებამოსილებით, რომ თვითონ გადაწყვიტონ, პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ვერავინ ვერაფერს გააკეთებს,“ - განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.  

 

 

დღის ამბები