25 ოქტომბერი 2024,   18:33
ვრცლად
სამთავრობო ცვლილებები - "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის წევრებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის და ხელისუფლების წარმომადგენლების კონსულტაციები „ქართული ოცნების“ ოფისში ერთი საათია, რაც მიმდინარეობს. მმართველი გუნდი და მთავრობის წევრები, სავარაუდოდ, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობენ.

უთანხმოების მთავარი მიზეზი უმრავლესობაში უსაფრთხოების და დაზვერვის სამსახურების გაერთიანება და გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებაა.

ოფისში იმყოფებიან პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური.

შეხვედრაზე საუბარი, სავარაუდოდ, სამთავრობო ცვლილებებს შეეხება, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება. 

დღის ამბები