22 დეკემბერი 2024,   14:54
ვრცლად
თამარ ხულორდავა მიიჩნევს, რომ სკოლებში უსაფრთხოების ზომებია გასამკაცრებელი

პარლემენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მწუხარებას გამოთქვამს დაღუპული მოსწავლეების გამო და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

თამარ ხულორდავას თქმით, ქვეყანაში სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს განათლების სისტემას,  პირველ რიგში კი უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას.

„მთავარი არის, რომ გამოძიებამ უნდა იმუშაოს და გარდა ამისა, ალბათ, ბევრი დაფიქრდა დღესაც, მანამდეც ვფიქრობდით, მაგრამ აუცილებელია, ძალიან კომპლექსურად გადაიხედოს და მოხდეს მუშაობა ჩვენს განათლების სისტემაში იმისთვის, რომ ჩვენი შვილები იყვნენ უფრო მეტად დაცული ასეთი საზარელი ფაქტებისგან,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ

შეგახსნებთ, რომ მოსწავლეებს შორის სისხლიანი გარჩევა ორი მოზარდის გარდაცვალებით დასრულდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები