22 დეკემბერი 2024,   15:42
ვრცლად
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, მირზა სუბელიანმა თანამდებობა ზედმეტი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხადარი სისხლიანი დაპირისპირების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე მივიდა პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში საპროცესო განყოფილების უფროსის მოადგილე.

სასამართლოში დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე მსჯელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. საქალაქო სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესის დაწყებამდე იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, რომ ბრალდებულთა რაოდენობა საქმეზე შეიძლება გაიზარდოს, თუმცა, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

მან ასევე ისაუბრა, პროკურატურის ყოფილ თანამშრომელზე, მირზა სუბელიანზე, რომლის შვილიც პროკურატურის ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეა. იოსებ ხუციშვილის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და სუბელიანს საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა.

იოსებ ხუციშვილის თქმით, სუბელიანმა თანამდებობა ზედმეტი სპეკულაციების ასაცილებლად დატოვა. 

იოსებ ხუციშვილი შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მიმალვაში მყოფ პირს საქართველო არ დაუტოვებია.

დღეს, სამართალდამცველებმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კიდევ სამი პირი დააკავეს.

 

დღის ამბები