გამოცემა presa.ge სანდრო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიმალვაში მყოფი ბრალდებულის ოჯახის წევრი, კონკრეტულად კი ბიძა, სერგი ნაკაიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირია.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სერგო ნაკაიძე ექსპრემიერ ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მეგობარი და პროდიუსერია.
გამოცემა ფოტო მასალასაც ავრცელებს, სადაც სერგი ნაკაიძე ბერასთან ერთადაა.
მიმალვაში მყოფ არასრულწლოვანს სამართალდამცველები უკვე მესამე დღეა ეძებენ.