22 დეკემბერი 2024,   16:05
ვრცლად
ზედამხედველობის სამსახურმა კაპანაძის ქუჩაზე 8 უკანონო მშენებლობის დემონტაჟის განკარგულება გასცა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩუღურეთის რაიონში, კაპანაძის ქუჩაზე 8 უკანონო მშენებლობის დემონტაჟის განკარგულება გასცა. მეპატრონეებს 5 დღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ შენობების დემონტაჟი განახორციელონ. 

იმ შემთხვევაში თუ მეპატრონეები თავად არ დაანგრევენ სახელმწიფო მიწაზე არსებულ უკანონო მშენებლობებს, მაშინ დემონტაჟს მერიის შესაბამისი სამსახურები განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკანონო მშენებლობების მონიტორინგი და შესაძლო დემონტაჟი კახი კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს დაავალა.

დღის ამბები