22 დეკემბერი 2024,   16:23
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არ გამორიცხავენ, მისი დაკავების ოპერაცია განმეორდეს

ღამემ კიევში მშვიდად ჩაიარა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები კვლავ კარვების ქალაქში რჩებიან. საღამოს ტრადიციულ შეკრებაზე მათ ლიდერებმა მიმართეს. ოპოზიციონერების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.

"მინდა საქართველოს მადლობა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილისთვის. უკრაინაში არ მოიძებნება სხვა პოლიტიკოსი, რომელსაც ხალხი სამართალდამცველებისგან გაათავისუფლებდა, პოლიციას ფიზიკურად დაუპირისპირდებოდა და საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცავდა," - განაცახადა მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა. 

მთავარ საკითხად კი, კვლავ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება რჩება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელები არ გამორიცხავენ, სააკაშვილის დაკავების ოპერაცია განმეორდეს და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენებას ელოდებიან.

პარალელურად, კვირისთვის დაგეგმილი მარშისთვის ემზადებიან.

დღის ამბები