სამეგრელოში დაცული ტერიტორიების შექმნისა და მაღალმთიანეთში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების შესახებ იმჯელეს თბილისში გამართულ კონფერენციაზე.
პროექტი, რეგიონში ბოლო ორი წლის განმავლობაში შვეიცარიის მხარდაჭერით განხორიცელდა და კვლევას, ადგილობრივი ჰაბიტატების კონსერვაციის ხელშეწყობასა და სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.
გაიმართა გამწვანებისა და დასუფთავების აქციებიც. განხორციელდა დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები. მოეწყო სასკოლო ოლიმპიადები და ეკო ბანაკები.