22 დეკემბერი 2024,   16:15
ვრცლად
სამოქალაქო და პოლიტიკურთან ერთად, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება სოციალური და ეკონომიკური უფლებებიც - ნინო ლომჯარია

„სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის პრიორიტეტი სოციალური უფლებების დაცვაც იქნება" - ეს განცხადება, ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.

ახალი სახალხო დამცველი ომბუდსმენის ოფისში დღეს დილით მივიდა. ნინო ლომჯარიას პირველი სამუშაო დღე აქვს, მან უჩა ნანუაშვილი შეცვალა.

ლომჯარიას თქმით, გეგმავს კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა, მათ შორის ქალთა, შშმ პირების და დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით.

ომბუდსმენის თქმით, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რეგიონალური ოფისების საქმიანობის გაძლიერება იქნება.

„სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან ერთად, ჩემთვის პრიორიტეტი იქნება ასევე, სოციალური და ეკონომიკური უფლებებიც. ვაპირებ, რომ განსაკუთრებით გავაძლიერო ბავშვთა უფლებების მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობა, ასევე ქალთა უფლებების დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა. ასევე ვაპირებ, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს სახალხო დამცველის მუშაობა მათ შორის, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან მიმართებით, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა, როგორც ერთ-ერთი პრიორიტეტი საზოგადოებისთვის იქნება ასევე ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ვაპირებ, გავაძლიერო რეგიონალური ოფისების საქმიანობა ასევე, თავად აპარატისთვის შევქმნა ღირსეული სამუშაო პირობები,“-განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ავტორები: ნინო ვარძელაშვილი 

დღის ამბები