20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება"- ირაკლი კობახიძე ნარკოპოლიტიკაზე საუბრობს

საპატრიარქოს მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვები შეჩერდეს, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, დეპუტატები სასულიერო პირებთანაც იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში მოხმარების შემცირება და ასევე მიზანი არის ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განუხრელად, კონკრეტულად ამ სფეროში. უბრალოდ სხვადასხვა მხარეები ვერ ვთანხმდებით ხშირად ამ მიზნების მიღწევის გზებზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიზნის მიღწევის გზებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა.

„გუნდში არის აზრთა სხვადასხვაობა ამ გზებთან დაკავშირებით. არის დეპუტატების ნაწილი, ვისაც მიაჩნია, რომ ლიბერალიზაცია უკეთ უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას, არის დეპუტატების ნაწილი, რომელთა აზრითაც, გამკაცრება არის უკეთესი გზა. აქედან გამომდინარე, საჭიროა მსჯელობა და სიღრმისეული არგუმენტები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები