20 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
"ენმ" საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ითხოვს - ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს 

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უმრავლესობას რიგგარეშე სხდომის ჩატარების გაჭიანურებაში ადანაშაულებს.

ფრაქციის წევრების განცხადებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას განსაკუთრებული პროცედურები არ სჭირდება, ამიტომ ოპონენტებისთვის გაუგებარია, რატომ არ იღებს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება.“

ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მოქმედ მერთან ერთად, დავით ნარმანიასაც იბარებს.

დეპუტატები ვარკეთილის მეტროში მომხდარი ინციდენტის შესახებ პასუხებს ითხოვენ.

„ამ საკითხებზე სასაუბროდ მნიშვნელოვანია, როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერების, ასევე დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლების და მათ შორის მერის მოსვლა. მით უმეტეს ნარმანიას, რომელსაც ჩვენ ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარს ვუხდით ყოველთვიურად ანაზღაურებაში, ვალდებულია მოვიდეს და თბილისელებს გასცეს პასუხი იმაზე, რაც მოხდა ვარკეთილის მეტროში,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები