საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანსა და მის მოადგილეს შეხვდა.
მიხეილ ჯანელიძე ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის იმ სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა, რომელსაც თავად ალიანსის გენერალური მდივანი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა 2017 წლის საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება განიხილეს.
„პროგრესი, რომელიც დღეს აღინიშნა შეხვედრისას, წარმოადგენს საფუძველს წარმატებული სამიტისთვის 2018-ში. ანუ საქართველოს წარმატებისთვის 2018 წლის სამიტზე და ჩვენ ველით, რომ ეს პროგრესი შესაბამისად იქნება ასახული. ჯერ კიდევ ვარშავის სამიტზე ცალსახად იქნა გაცხადებული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ჩვენი წევრობისთვის და ჩვენ ვიყენებთ ყველა ამ პრაქტიკულ ინსტრუმენტს,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.