06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ხანძრის შედეგად იაპონიაში 11 ადამიანი დაიღუპა

ხანძრის შედეგად იაპონიაში 11 ადამიანი დაიღუპა. ცეცხლი ქალაქ საპოროში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფრის შენობას გაუჩნდა. ადგილზე მოსულმა მაშველებმა სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ სამედიცინო დახმარება ადგილობრივ საავადმყოფოში უტარდებათ. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხის შენობაში სამივე სართულზე ხანძარი რამდენიმე წუთში გავრცელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოხუცთა თავშესაფარში სახანძრო უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. გამოძიება მომხდარის მიზეზებს სწავლობს.

დღის ამბები