20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ხმარდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას - ირაკლი აბესაძე

ნდობის ჯგუფის წევრისა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ირაკლი აბესაძის შეფასებით, მავნებლურია ის თანხები, რომელსაც ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ხარჯავს.

მისი თქმით, აუდიტის დასკვნა თავდაცვის სამინისტროს მიერ საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით, მეტყველებს, რომ თანხები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ნაცვლად, დაიხარჯა სამოქალაქო პერსონალზე. აბესძე დეტალებზე ვერ ლაპარაკობს, რადგან მისი თქმით, დოკუმენტი გრიფით საიდუმლოა. 

ირაკლი აბესაძე ითხოვს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ძალოვან მინისტრებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართოს.

„ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის დამოკიდებულება ამ სფეროსადმი არ შეესაბამება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზანს და სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი არ ხმარდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას. აუდიტის მიერ წარმოდგენილი დასკვნაც ცალსახად ადასტურებს ჩვენ მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებას, რომ სფეროში მდგომარეობა არის საგანგაშო. იმ ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებების გარდა, რომელიც აღწერილია აუდიტის დასკვნაში, ზოგადად, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები და გატარებული პოლიტიკა თავდაცვის სფეროში არის მცდარი და მავნებლური ამ მიმართულებით,“- განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები