06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
უკრაინული გამოცემა "სტრანას" მთავარი რედაქტორი ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაზე საუბრობს 

უკრაინული გამოცემა "სტრანას" მთავარი რედაქტორი ავსტრიაში გამგზავრებისა და პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის მიზეზებზე საუბრობს.

იგორ გუჟვას განცხადებით, მან უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის გამო მიიღო.

"სტრანას" მთავარი რედაქტორი აცხადებს, რომ მას უკრაინაში სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს და ვარაუდობს, რომ სახელისუფლებო მანქანა ყველაფერს გააკეთებს მის დასაკავებლად ან მოსაკლავად.

იგორ გუჟვას თქმითვე, მას ახალ წლამდეც დაესხნენ თავს, თუმცა პოლიციაში საქმის აღძვრაზე უარი უთხრეს.

დღის ამბები