06 ოქტომბერი 2024,   08:19
ვრცლად
FBI პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, ტრამპის გარემოცვის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გამოაქვეყნოს 

უთანხმოება FBI-ის და თეთრ სახლს შორის - გამოძიების ფედერალური ბიურო პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, არ გამოაქვეყნოს დოკუმენტი, რომელიც, თითქოს, უწყებაში დონალდ ტრამპის გარემოცვის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას ადასტურებს.

საჯარო განცხადება FBI-იმ ამ საკითხზე თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში გაავრცელა.

მანამდე კი ოთხ გვერდიანი დოკუმენტის გასაჯაროებას მხარი წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა დაუჭირა.

დემოკრატების შეფასებით, მასალის გამოქვეყნება FBI-ში ე.წ. რუსულ საქმეზე მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ოპონენტების ვარაუდით, თეთრი სახლისთვის გადაცემამდე დოკუმენტი შეცვალეს კიდეც.

დღის ამბები