20 ნოემბერი 2024,   13:13
ვრცლად
ქორიძის თქმით, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით ჰუმანური მიდგომა შეწყალების მექანიზმში საზოგადოებრივი პროტესტითაა გამოწვეული

„ის, რომ ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით შეწყალების მექანიზმში არის ჰუმანური მიდგომა, ეს არის, რა თქმა უნდა, გამოწვეული იმ საზოგადოებრივი პროცესებისგან, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში,“- ეს განცხადება შეწყალების კომისიის თამჯდომარემ, ზვიად ქორიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

პრეზიდენტის ინიციატივით შეწყალების წესი იცვლება. ცვლილება ძირითადად ორ მიმართულებას ეხება - ნარკოტიკული და ეკონომიკური დანაშაული.

„რაც შეეხება სხვა დანაშაულებს, ასევე არაძალადობრივი ბუნების მქონე დანაშაულებს, აქ პრეზიდენტმა გამოხატა თავისი ჰუმანური მიდგომა,“- განაცხადა ზვიად ქორიძემ. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

დღის ამბები