06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
რუსეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი მოკლეს

რუსეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი მოკლეს. მის ვინაობას გამოძიება არ ასახელებს, თუმცა ირწმუნება, რომ მოკლული რუსეთის მეზობელი ქვეყნიდანაა.

ოპერაცია ქალაქ ნიჟნი-ნოვგოროდში უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტებმა ჩაატარეს. დაკავებისას მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და საპასუხო სროლის შედეგად მოკლეს.

მებრძოლის ბინაში ძლიერი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები და მათ დასამზადებლად საჭირო მასალა აღმოაჩინეს.

ბოლოს მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია რუსეთში შარშან დეკემბერში ჩატარდა.

ამერიკელების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე 7 პირი დააკავეს, რომლებიც ტერაქტების სერიის მოწყობას სანკტ-პეტერბურგში გეგმავდნენ. 

დღის ამბები