06 ოქტომბერი 2024,   08:18
ვრცლად
ახალი ზელანდიის სამხრეთ პროვინციებში ძლიერი შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ახალი ზელანდიის სამხრეთ პროვინციებში ძლიერი შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაზიანდა საავტომობილო გზები. ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.

კუნძულებიდან დაზარალებული მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ასობით ტურისტი გადადებული რეისების შესრულებას აეროპორტებში ელოდება.

უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას პროგნოზირებენ. 

დღის ამბები