06 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
თურქეთის დედაქალაქში ძლიერი აფეთქება მოხდა

ძლიერი აფეთქება მოხდა გვიან ღამით თურქეთის დედაქალაქში. ანკარას იმ უბანში, სადაც სამთავრობო დაწესებულებები მდებარეობს, ერთ-ერთ შენობაში გამათბობელი აფეთქდა. მომხდარის შედეგად დაშავდა 3 ადამიანი.

განადგურებულია შენობის პირველი სართული. დაზიანდა ასევე ქუჩაში მდგომი ავტომანქანები. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შენობაში აფეთქების მომენტში არავინ იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები