06 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ლოსანჟელესის სკოლაში სროლის შედეგად 2 მოსწავლე დაშავდა

2 მოსწავლე დაშავდა სროლის შედეგად ლოსანჟელესის სკოლაში. პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი თანაკლასელებს 12 წლის გოგონამ გაუხსნა. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

თანაკლასეკლების განმარტებით, გოგონამ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღი სახლიდან მიიტანა, რადგან ეგონა, რომ ის სათამაშო იყო. სროლას მოსწავლეებს შორის პანიკა მოჰყვა.

სამართალდამცველებმა იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს. ამ დროისთვის არასრულწლოვანი დაკავებულია. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით გასროლას ედავებიან.

დღის ამბები