06 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
შანხაიში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა - დაშავდა 18 ადამიანი

18 ადამიანი დაშავდა შანხაიში, მას შემდეგ რაც ქალაქის ცენტრალურ უბანში ფურგონი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მანქანა საწვავით სავსე ავზებით იყო დატვირთული და გაჩერების შემდეგ მას ცეცხლი მოეკიდა.

ადგილზე პოლიციისა და სახანძრო ეკიპაჟები იყო მობილიზებული. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მანქანის მძღოლი ადგილზე დააკავეს.

აქვს თუ არა მომხდარს კავშირი ტერაქტთან, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარი შანხაიში ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფიციალურ ვიზიტს დაემთხვა.

დღის ამბები