ამერიკის კონგრესმა შესაძლოა "რესპუბლიკელების" სკანდალური დოკუმენტი გამოაქვეყნოს. საუბარია საიდუმლო მასალებზე, რომელიც ამტკიცებს, რომ FBI-მ ტრამპის გუნდის წევრებზე თვალთვალის ორგანიზების დროს, უფლებამოსილებას გადაამეტა და პრეზიდენტის გარემოცვის მიმართ მიკერძოებულიც იყო.
დონალდ ტრამპი უკვე დათანხმდა ამ მასალების გასაჯაროებას და სავარაუდოდ, კონგრესს დოკუმენტების გამოქვეყნების მოთხოვნით დღეს მიმართავს.
"დემოკრატების" შეფასებით, ეს ნაბიჯი მიმართულია რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიების განადგურებისკენ, რასაც ჯერ სპეცპროკურორის რობერტ მალერის, შემდეგ კი, ფედერალური საგამოძიები ბიუროს დირექტორის გადადგომაც მოჰყვება.