06 ოქტომბერი 2024,   08:21
ვრცლად
სირიის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ

სირიის რეჟიმს კვლავ ქიმიური იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ცნობით, შეტევა ალ გუთას აღმოსავლეთით რამდენიმე დღის წინ განხორციელდა. საუბარია ქლორინის გაზის გამოყენებაზე. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ალ გუთას რაიონში ქიმიური შეტევის შესახებ უკვე მესამედ გავრცელდა ცნობა.

ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ ასადის რეჟიმი ქიმიური იარაღის ახალ ტიპზე მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი მზადაა, სამხედრო მოქმედებების ბრძანებაც გასცეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, წელს იერიშებს სირიაში 250-ზე მეტი ადგილობრივი ემსხვერპლა. ბოლო შეტევა დამასკოს გარეუბნებზე მიიტანეს, რომლის დროსაც 2 ბავშვი დაიღუპა.

დღის ამბები