20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
სერგეი ნარიშკინის სკანდალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ცენტრალურ დაზვერვაში ადასტურებენ

სერგეი ნარიშკინის სკანდალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და ცენტრალურ დაზვერვის სამმართველოში ადასტურებენ. რექს ტილერსონის უწყებაში განმარტავენ, რომ სანქციების სიაში მოყოლილი რუსი მაღალჩინოსნები ვაშინგტონში, მათი ნებართვით მოხვდნენ.

ჰიზერ ნოერტის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციების მოქმედება ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე - დროებით შეაჩერა. რუს კოლეგებთან შეხვედრა დაადასტურა ამერიკის ცენტრალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმაც. 

მაიკლ პომპეომ ოფიციალური წერილი გაუგზავნა "დემოკრატიული პარტიის" ლიდერს, რომელმაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. პომპეოს თქმით, სერგეი ნარიშკინთან ერთად ვაშინგტონში "ეფ-ეს-ბეს"- ხელმძღვანელი - ალექსანდრე ბორტნიკოვი და რუსეთის გენშტაბის უფროსი იგორ კორობკოვიც იმყოფებოდნენ.

პომპეოს განცხადებით, რუს კოლეგებთან შეხვედრაზე უსაფრხთოების და ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.

დღის ამბები