06 ოქტომბერი 2024,   08:24
ვრცლად
ჯინა ლოლობრიჯიდას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

ჯინა ლოლობრიჯიდას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. ევროპული კინოს ვარსკვლავი, რომელიც 60-იან წლებში მსოფლიოს ულამაზეს ქალად აღიარეს, ცერემონიას პირადად დაესწრო.

ორგანიზატორებმა ცერემონია მსახიობის 90 წლის იუბილეს მიუძღვნეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კინო ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ვარსკვლავის გახსნას გაცილებდით ადრე იმსახურებდა.

იტალიელმა მსახიობმა კინოკარიერა 18 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება მან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“ და „ფან ფან ტიტაში“ შესრულებული როლებით დაიმსახურა, რის შემდეგაც ის უკვე ჰოლივუდში მიიწვიეს.

ის ორჯერ იყო ნომინირებული "ოქროს გლობუსზე" და ბრიტანული კინო აკადემიის ჯილდოზე. ჯინა ლოლობრიჯიდას სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის ხეივანში რიგით 2 ათას 628-ეა.

დღის ამბები