20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
მუსლიმი თემის უფლებები - EMC-მა ევროსასამართლოს მიმართა

„ადამიანის უფლებების, სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. საქმე ეხება ქობულეთში 4 წლის წინ მომხდარ ინციდენტს. EMC ევროსასამართლოსგან ითხოვს დადასტურებას, რომ 2014 წელს მუსლიმი თემის უფლებები შეილახა. საუბარია მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსვლებსა და სხვა ქმედებებზე. 

ქობულეთში დაპირისპირებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა სასწავლებლის შესასვლელში ღორის თავი დაკიდა. არასამთავრობო ორგანიზაცია სახელმწიფოს უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„სახელმწიფო არ ჩაერია არანაირად, რომ უზრუნველეყო მუსლიმი თემის მიმართ უფლებების განხორციელება, პანსიონატის გახსნა, ბავშვების სკოლაში შესვლა,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტმა, მარიამ ბეგაძემ. 

დღის ამბები