„არ ისმის ხელისუფლების ქმედება, რომელიც ზოგადად, მიზეზებს ეძებს, რატომ ვემსგავსებით ჩვენ საბჭოთა ტიპის ჯარს, სადაც წვევამდელებს ასე ექცევიან. ჩვენ ვერ ვხედავთ მინისტრებს, რომლებიც მიდიან და ადგილზე არკვევენ, რა ხდება“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მუჟავას საგუშაგოზე ბექა რუსიას მკვლელობის ფაქტზე ბრიფინგი გააკეთა.
ელენე ხოშტარიას თქმით, სისტემაში არის პრობლემა და ის, რაც დღეს ვადიან სამხედრო სამსახურში ხდება, არის საბჭოთა გადმონაშთი, რომელზეც პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა აიღოს.
„ევროპული სქართველო“ კითხვებზე პასუხს ითხოვს თუ რატომ არ ჩავიდნენ ამ დრომდე მინისტრი და მაღალჩინოსნები საგუშაგოზე და რატომ არ არის პირად კონტროლზე აყვანილი ეს საქმე.