საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ უკრაინას საქართველოსთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში მონაწილეობას არ შეუთავაზებია.
კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო უკრაინის შეთავაზებას, მიხეილ ჯანელიძემ თქვა, რომ - „ეს შეთავაზება არ იყო“.
ცნობილია, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, 19 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასა და პეტრო პოროშენკოს შორის შედგა.
უკრაინულმა მხარემ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაში მონაწილება და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის დამატებას შესთავაზა.