"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა. შალვა ნათელაშვილი საგარეო პოლიტიკური საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან პირშნერს შეხვდა, სიტყვით გამოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ მრგვალ მაგიდასთან.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.
„განვიხილეთ რეგიონალური, შიდა პოლიტიკური ვითარება და დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანში ჩვენ ვაშიგტონიდან ბევრ კარგ ამბებს გავიგებთ საქართველოსთან მიმართებით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.