20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
კანონიერი ქურდისთვის მიმართვა დასჯადი ხდება - პრემიერი

„ჩვენ შევიმუშავეთ კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს,“ - ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

პრემიერმინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც ქურდული სამყაროს შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ასევე დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის მიმართვაც. შსს-ში მიმდინარეობს ძირეული ცვლილებების პროცესი. გიორგი გახარიას ამ პროცესში ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს,“ -  განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

დღის ამბები