20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
„გვიჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილის დაკრულზე ხდება ცეკვა“ - ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს

"თუ ესმით ამ შესწორების მნიშვნელობა და ხელოვნურად ხდება ამის წინააღმდეგობის გაწევა, მაშინ მავნებლობასთან გვაქვს საქმე და გვიჩნდება ეჭვი, რომ სააკაშვილის დაკრულზე ხდება მათი ცეკვა. იმ ადამიანების, ვნც ამ შესწორების ბუნებას ადამიანები ეწინააღმდეგება,“-  ეს შეფასება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების  საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც "გირგვლიანის შესწორებებთან" დაკავშირებით ისაუბრა. 

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის მისამართით განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ შავ PR-ს აგორებენ. 

"იმ ადამიანების მხრიდან განსაკუთრებულად უნდა გაჩენილიყო ერთიანობის განცდა ამ საკითხის ირგვლივ, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ზოგადად ჩვენი წარსული, ის ბრძოლა, რომლითაც ჩვენ დავამარცხეთ ავტორიტარული რეჟიმი და გარანტირებულად მივეცით საფუძველი ამ ქვეყანაში ინსტიტუციურად ადამიანების უფლებები და დემოკრატია ყოფილიყო გარანტირებული,“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

დღის ამბები