შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც ქურდულ სამყაროს ეხება. მინისტრის თქმით, ბევრი ახალი ტერმინი ჩნდება, მათ შორის, იქნება ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა ქურდული სამყაროს პასიური წევრობა, რაც ასევე, დასჯადი იქნება.
„კონკრეტული დანაშაულებებისათვის მკაცრდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, ჩნდება ახალი ცნებები, როგორიც არის ქურდულ სამყაროსთან მიმართვა, ქურდული სამყაროს მხარდაჭერა, ქურდული სამყაროს წევრობა, ასევე, არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ნიშნავს ქურდული სამყაროს პასიურ წევრობას, რომელიც ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნდა გახდეს სასამართლოს და საგამოძიებო სისტემისთვის,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, თუ ქურდული სამყაროს წევრი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდება.
„იმ შემთხვევაში თუ ქურდული სამყაროს წევრი ითანამშრომლებს გამოძიებასთან მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულის გახსნაში, მაშინ ის პასუხისმგებლობისგან თავისუფლება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.