20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
"მარგველაშვილის შავი პიარი „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება იმიტომ, რომ შეუძლებელია ის იყოს „ქართული ოცნების“ კანდიდატის კონკურენტი - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მის წინააღმდეგ შავი PR-ის აგორებითაა დაკავებული. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, მმართველ გუნს გიორგი მარგველაშვილის შავი PR არ სჭირდება, რადგან ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს კონკურენციას ვერ გაუწევს.

"ამ განცხადებით მარგველაშვილი ცდილობს, თავად აიმაღლოს რეიტინგი, რომელიც მას მაღალი ნამდვილად არ გააჩნია. მან ყველაზე კარგად იცის, რომ არა ხელისუფლების და სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერა, მისი რეიტინგი იქნებოდა დაბალი და ის საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდებოდა. მან სამწუხაროდ, იმ გუნდს უღალატა, რომელმაც ის პრეზიდენტი გახადა. მარგველაშვილის შავი PR „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ სჭირდება იმიტომ, რომ მარგველაშვილი შეუძლებელია იყოს „ქართული ოცნების“ წარმოდგენილი კანდიდატის კონკურენტი,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც გამოეხმაურა.

"შავი PR-ის ყველაზე დიდი და კლასიკური მაგალითი რაც მახსენდება, იყო პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ დანიშნული შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან, როცა ის ღიად ესხმოდა თავს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენ პარლამენტში მივიღეთ, სწორედ უფლებაშელახული და უსამართლოდ დაჩაგრული ადამიანების მიმართ. მაშინ არ მახსოვს, რომ მარგველაშვილი იმ ადამიანებს გამოჰქომაგებოდა, ვისაც დღეს ბრიფინგზე ახსენებდა,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

დღის ამბები