„არანაირი აპოკალიფსური და კატასტროფული არ ხდება, პირიქით, მე ვფიქრო, რომ ეს არის აბსოლუტურად გაზვიადებული,“ - ეს განცხადება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ ეზოში ხების გადატანასთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრის თქმით, ხეების მოჭრა კანონიერად მიმდინარეობს და გარემოს ზიანი არ ადგება.
„დღეს გამახსენდა ისიც, რომ შალვა რამიშვილს ჰქონდა რაღაც გადაცემა Postv-ზე, სადაც, მგონი, დეტალურად ახსნა რანაირი სიტუაციაა, როგორ არის წარმოდგენილი აპოკალიფსურად ის რეალობა, რომელიც ნამდვილად განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვაჩვენებთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა ქვეყანაში ხეების უკანონო ჭრაზეც ისაუბრა.
„სამწუხაროდ, საქართველოში ხდება მართლაც, უკანონო ჭრა და ამას არ აქვს გამართლება ის, რომ, დავუშვათ, ჩვენთან სოციალური ფონი არის მძიმე,“ - განაცხადა მინისტრმა.