საქართველოს სამომხმარებლო ბაზრისა და იმპორტირებული სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიზნით, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლი მკაცრდება.
საქონლის მფლობელს ვალდებულება ეკისრება, საზღვარზე ლაბორატორიული ანალიზის დასრულებამდე, საქონელი საბაჟო საწყობში სხვა საქონლისგან განცალკევებით განათავსოს.
დადგენილებაში ცვლილება მთავრობის გადაწყვეტილებით შევიდა.