06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
დემოკრატები ტრამპს აფრთხილებენ, რომ სკანდალური დოკუმენტი სპეცპროკურორის თანამდებობიდან გადასაყენებლად არ გამოიყენოს

დემოკრატები დონალდ ტრამპს აფრთხილებენ, რომ სკანდალური დოკუმენტი სპეციალური პროკურორის, რობერტ მალერის თანამდებობიდან გადასაყენებლად არ გამოიყენოს. ოპონენტების შეფასებით, მსგავსმა ქმედებამ შესაძლოა, 70-იანი წლების შემდეგ ყველაზე მწვავე კონსტიტუციური კრიზისი გამოიწვიოს.

რესპუბლიკელების მიერ მომზადებულ 4-გვერდიან საიდუმლო ანგარიშში, რომელიც თეთრი სახლის თანხმობით გუშინ გამოქვეყნდა, გამოძიების ფედერალურ ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უფლებამოსილების გადამეტებაზეა საუბარი.

დოკუმენტში წერია, რომ FBI-მ საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპის გუნდის წევრებზე თვალთვალის ორგანიზების უფლება დაუსაბუთებელი და დემოკრატების მიერ დაფინანსებული მტკიცებულებებით მოიპოვა.

დემოკრატებს კი მიაჩნიათ, რომ ანგარიშის გამოქვეყნება რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიების განადგურებისკენაა მიმართული.

დოკუმენტის გამოქვეყნება რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმაც დაგმო. მისი შეფასებით, მსგავსი ქმედებები მხოლოდ ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.

დღის ამბები