06 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის უწყების შეფასებით, რუსეთის ბირთული პოტენციალის გაფართოების გეგმა დიდ შეშფოთებას იწვევს

შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ ახალი ბირთვული დოქტრინა გამოაქვეყნა. დოკუმენტში რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს ცალკე თავები ეთმობა.

თავდაცვის უწყების შეფასებით, ყველაზე დიდ შეშფოთებას რუსეთის ბირთული პოტენციალის გაფართოების გეგმა და მოსკოვში ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ გაკეთებული განცხადებები იწვევს.

პენტაგონში ასევე არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა მოწინააღმდეგეზე ბირთვული იერიშის მიტანის გადაწყვეტილება პირველმა მიიღოს. ამიტომ უწყებაში აცხადებენ, რომ გაზრდილი საფრთხის ფონზე, ბირთული შესაძლებლობების მოდერნიზებას თავადაც გეგმავენ. 

დღის ამბები