06 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა უკრაინელ კოლეგას უმასპინძლა. ჯეიმს მატისმა სტეპან პოლტორაკი არლინგტონში, პენტაგონის შენობაში მიიღო.

ლიდერებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯეიმს მატისმა რუსული აგრესიის ფონზე კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების მხარდაჭერა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა კი კიევისთვის ახალი თავდაცვითი იარაღის მიწოდების გადაწყვეტილების გამო თავის ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა. 

დღის ამბები