06 ოქტომბერი 2024,   08:20
ვრცლად
ბრისტოლის უნივერსიტეტში ბრიტანელი დეპუტატის ლექციის წაკითხვისას აუდიტორიაში ნიღბიანი აქტივისტები შეიჭრნენ

ბრიტანელ დეპუტატს ბრისტოლის უნივერსიტეტში ლექციის წაკითხვის საშუალება არ მისცეს. მმართველი გუნდის წევრ ჯეიკობ რის-მოგს სიტყვით გამოსვლა უნდა დაეწყო, როდესაც აუდიტორიაში ნიღბიანი აქტივისტები შეიჭრნენ. ისინი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საპროტესტო შეძახილებს ყვიროდნენ.

დემონსტრანტების შეჩერება თავად რის-მოგმა სცადა, რასაც ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აუდიტორიაში ვითარება სამართალდამცველთა ჩარევის შემდეგ განიმუხტა. 

დღის ამბები